ზოგადი ინფორმაცია

Karavela.ge შემდგომში საიტი წარმოადგენს მცირე მეწარმე ბარბარე გალდავა (ს/კ 62004017257) - ს საკუთრებას.


კონფიდენციალურობის პოლიტიკა

 შეტყობინება ეხება თქვენს ან/და თქვენს მიერ მითითებულ პერსონალურ მონაცემებზე არასანქცირებულ წვდომასთან დაკავშირებით საიტზე არსებულ დაცვის მექანიზმებს, რომელთა საშუალებითაც ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვას. პერსონალური მონაცემები ინფორმაციას, რომელსაც საიტი მოიპოვებს თქვენთვის მომსახურების გაწევის პერიოდში და რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემდგომში ასევე გამოიყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. შეტყობინების მიზანია, მოგაწოდოთ ინფორმაცია პერსონალური ინფორმაციის დამუშავებისას ჩვენი მუშაობის პრინციპებისა და თქვენი სამართლებრივი დაცვის მექანიზმებთან დაკავშირებით.

პერსონალურ მონაცემთა კონფდენციალურობის დაცვა

  • თქვენი პერსონალური მონაცემები არ გაიცემა მესამე პირზე, თუ არ არსებობს ამის სამართლებრივი საფუძველი.
  • საიტს უფლება აქვს დაამუშავოს და გაუზიაროს ტქვენი პერსონალური მონაცემები პარტნიორ / შვილობილ კომპანიებს მარკეტინგის მიზნით.
  • საიტი ვალდებულია თქვენი მოთხოვნიდან და ვინაობის დადასტურებიდან არაუგვიანეს 10 დღეში მოგაწოდოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა პერსონალური მონაცემი რაც მოგვეპოვება თქვენს შესახებ, ასევე თქვენი მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში ჩვენ წავშლით თქვენზე არსებულ ნებისმიერ მონაცემს, გარდა მონაცემისა, რომელიც შეკვეთის განხორციელების დროს გამოიყენეთ.

 საიტზე რეგისტრაციისას ან/და შეკვეთის განხორციელებისას, საიტზე განთავსებული სამომხმარებლო წესების და პირობების თანხმობით თქვენ ადასტურებთ, რომ ამავდროულად ეთანხმებით საიტზე განთავსებულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას.  თქვენ ასევე ადასტურებთ რომ, მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს, ინფორმაციის მოწოდება მოხდა თქვენი საკუთარი სურვილით და ამისათვის თქვენ გაგაჩნიათ კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება და ნებართვა.

 მომხმარებლის მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდების შემთხვევაში, საიტი საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილია სიახლეებისა და ფასდაკლებების შეთავაზების მიზნით ინახავდეს ან/და ამუშავებდეს აღნიშნულ მონაცემებს, რომელიც კანონმდებლობისა და წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად მხოლოდ მითითებული მიზნისათვის (პირდაპირი მარკეტინგი) და მომსახურების გასაწევად გამოიყენება.


Cookie ფაილების გამოყენება

 ჩვენი საიტის მოხმარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას დამუშავდეს, მოგროვდეს და გაზიარდეს თქვენი ინფორმაცია "cookie" და სხვა მსგავსი ტექნოლოგიით. ჩვენი საიტის გამოყენების დაწყებამდე, ჩვენ ვითხოვთ  თქვენგან თანხმობას "cookie"  ფაილების გამოყენების შესახებ. თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენების გაგრძელება მიიჩნევა თანხმობად "cookie" ფაილების გამოყენებასთან დაკავშირებით.

 "cookie" არის მცირე ზომის მონაცემი, რომელიც იგზავნება ჩვენი სერვერიდან მომხმარებლის  ელექტრონულ მოწყობილობაზე და ინახება ამ მოწყობილობის ბრაუზერის მონაცემებში. იგი საშუალებას იძლევა შეინახოს და გადაამუშავოს ინფორმაცია მომხმარებლის და მისი მოწყობილობის ქცევის შესახებ, შენახული ინფორმაციის მეშვეობით ამოიცნოს მომხმარებელი და გააუუმჯობესოს შეთავაზებული სერვისი.

 შესაბამისად, ჩვენი საიტის მიერ "cookie" ფაილების გამოყენების მიზანს წარმოადგენს მომსახურების გაუმჯობესება, ონლაინ შოპინგის მომხმარებლისათვის გამარტივება და საიტის სტატისტიკური მონაცემების მიღება.

 ჩვენ არ ვიყენებთ "cookie" ფაილებს მომხმარებლების შესახებ პირადი ინფორმაციის შეგროვების მიზნით. თუმცა, გარკვეული დამუშავებული ინფორმაცია შეიძლება იყოს პირადი მონაცემი. მოგროვებული მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული შემთხვევებისა. აღნიშნულთან დაკავშირებით გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ ჩვენ მიერ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და კონფიდენციალურად დაცვის პოლიტიკას.

 თუ გსურთ, შეზღუდოთ "cookie" ფაილები ან დაბლოკოთ ისინი ჩვენს ვებგვერდზე, შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლა, აღნიშნულის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ბრაუზერის ფუნქციას "პარამეტრები". თქვენი ტექნიკური მოწყობილობის ბრაუზერიდან "cookie" ფაილების წაშლის

 შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, იხილოთ მოწყობილობების მომხმარებლის სახელმძღვანელო. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ მიერ შემოთავაზებული ზოგიერთი სერვისი არ იფუნქციონირებს თუ დაბლოკავთ ან წაშლით "cookie" ფაილებს.



საიტზე რეგისტრაცია

 საიტზე რეგისტრაციით ან/და შეკვეთის განხორციელებით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებსა და პირობებს. რეგისტრაციით თქვენ ქმნით საკუთარ პროფილს, ირჩევთ პაროლსა და ელ.ფოსტას მის სამართავად და უთითებთ საკონტაქტო ინფორმაციას. ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაცულია საიტის მიერ.


პროდუქციის აღწერილობა 

 საიტზზე პროდუქციის შეძენამდე გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ პროდუქტის შესახებ ინფორმაციას. მოცემული პროდუქტის ფასი მოცემულია ლარებში. საიტზე მითითებული ფასები მოიცავს ტრანსპორტირების (კურიერის მომსახურებას) ღირებულებას, საბოლოვო ფასი ტრანსპორტირებიანად მოცემულია შეკვეთის დასრულებისას. ფასები შესაძლოა შეიცვალოს ნებისმიერ დროს ადმინისტრაციის მიერ.


პროდუქციის შეკვეთა

 შეკვეთის დაფიქსირების შემდეგ, თქვენ მიიღებთ ავტომატურ დადასტურებას SMS - შეტყობინების სახით ან/და ელ-ფოსტის მეშვეობით. შეკვეთის გაფორმების შემდეგ ჩვენი ოპერატორი დაგიკავშირდებათ და გადაამოწმებს შეკვეთას, ამის შემდეგ მოხდება ტრანსპორტირება. მიწოდება ხორციელდება საქართველოში. მიწოდების მაქსიმალური ვადაა საქართველოში 3-14 დღე.


შეკვეთის გაუქმება

საიტი ვალდებულია მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხა დააბრუნოს იმ შემთხვევაში თუ:

ა) თანხის გადახდიდან 14 დღის განმავლობაში მომხმარებელს არ მიეწოდა მის მიერ შეძენილი პროდუქტი; 

ბ) მიწოდებული პროდუქტი არ ემთხვევა შეძენილს; 

გ) პროდუქტი დაზიანებულია.

  * თანხის დაბრუნების პირობები მოქმედებს პროდუქციის ჩაბარებიდან 1 დღის განმავლობაში.


პროდუქციის გადაცვლა


პროდუქციის გადაცვლა შესაძლებელია:

ა) მომხმარებელი საკუთარი ხარჯით გადაიხდის პროდუქციის უკან ტრანსპორტირების საფასურს;

ბ) ხელახლა მოთხოვნილი პროდუქტის ფაქტიური ნაშთი ფიქსირდება Karavela.ge - ის ონლაინ მაღაზიაში;

გ) იმ შემთხვევაში თუ ხელახლა მოთხოვნილი პროდუქტის ფაქტიური  ნაშთი არ იძებნება Karavela.ge - ის ონლაინ მაღაზიაში, მაშინ მომხმარებელს უნარჩუნდება გადახდილი თანხის ლიმიტი და საშუალება აქვს შეიძინოს სხვა სასურველი პროდუქცია საიტზე, გადახდილი თანხის ლიმიტის ფარგლებში;

დ) იმ შემთხვევაში თუ ხელახლა მოთხოვნილი პროდუქციის ფასი აღემატება შესაცვლელი პროდუქციის ფასს, მაშინ მომხმარებელი იხდის მხოლოდ მოცემულ სხვაობას, ხოლო თუ ხელახლა მოთხოვნილი პროდუქტის ფასი ნაკლებია შეძენილი პროდუქციის ფასზე, არსებული სხვაობა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.

* პროდუქტის უკან გადაცვლის მოთხოვნის მაქსიმალური ვადაა 3 დღე, თუ პროდუქცია არ არის დაზიანებული, სხვა შემთხვევაში პროდუქციის გადაცვლა შეუძლებელია.


კონფიდენციალურობის პოლიტიკა